ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრი ჯასინდა არდერნი აცხადებს, რომ შემდეგ თვეში მთავრობის ხელმძღვანელის თანამდებობას დატოვებს. თავის ემოციურ გამოსვლაში, 42 არდერნმა აღიარა, რომ მას აღარ აქვს ძალა, ამ თანამდებობაზე იმუშაოს.
ლეიბორისტული პარტიის ლიდერის პოსტს არდერნი 7 თებერვალს დატოვებს. უახლოეს დღეებში კი მისი შემცვლელის მოსაძებნად კენჭისყრა გაიმართება.
14 ოქტომბერს ახალ ზელანდიაში საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. არდერნის თქმით, თავის მომავალზე ის ზაფხულის არდადეგების დროს დაფიქრდა.
"ვიმედოვნებდი, რომ ვიპოვიდი საჭირო ძალას მუშაობის გასაგრძელებლად, მაგრამ, სამწუხაროდ ვერ ვიპოვე. ახალ ზელანდიას დათვურ სამსახურს გავუწევ, თუ მუშაობას გავაგრძელებ", - თქვა მან.
ჯასინდა არდერნი ყველაზე ახალგაზრდა ქალი ლიდერი იყო მსოფლიოში, როდესაც 2017 წელს პრემიერმინისტრად 37 წლის ასაკში აირჩიეს.
მისი პრემიერმინისტრობას დაემთხვა ქვეყანაში კოვიდ პანდემია, მეჩეთებში ტერორისტული აქტი და ვულკანის ამოფრქვევა კუნძულ უაით აილენდზე.